კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ზოგადი დებულებები და ტერმინები

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებსა და პირობებს პლატფორმაზე https://genuine-rp.ge/ (შემდგომში – „სერვისი") და მასთან დაკავშირებულ სათამაშო სერვერებზე (შემდგომში – „სერვერი").

ეს პოლიტიკა წარმოადგენს „სამომხმარებლო შეთანხმების" განუყოფელ ნაწილს.

სერვისით სარგებლობა (რეგისტრაცია, ინსტალაცია ან უბრალო წვდომა) ნიშნავს, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით მოცემულ პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით მონაცემთა დამუშავების წინამდებარე წესებს, გთხოვთ, შეწყვიტოთ სერვისის გამოყენება.

ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ დოკუმენტში. განახლებული ვერსია ქვეყნდება იმავე მისამართზე და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

[2] მონაცემთა შეგროვების საფუძველი და მიზნები

მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაეთანხმება სამომხმარებლო შეთანხმებას. ინფორმაციის შეგროვება ხდება შემდეგი ქმედებების დროს:

  • ანგარიშის (Account) შექმნა და მართვა სერვისზე ან ფორუმზე;
  • სათამაშო პროცესში, ტესტირებებში ან მარკეტინგულ აქციებში მონაწილეობა;
  • ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია (მხარდაჭერის ჯგუფი, იმეილი);
  • ფასიანი სერვისებით სარგებლობა.

დამუშავების ძირითადი მიზნები:

  • სათამაშო ფუნქციონალის გამართული მუშაობა;
  • მომხმარებლებს შორის ინტერაქციის უზრუნველყოფა;
  • სისტემური შეცდომების (Bugs) აღმოფხვრა და სერვისის გაუმჯობესება;
  • ტრანზაქციების უსაფრთხოების კონტროლი და გადახდების დამუშავება.

[3] ინფორმაცია, რომელსაც ვამუშავებთ

სერვისმა შესაძლოა შეაგროვოს შემდეგი ტიპის მონაცემები:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები: მომხმარებლის სახელი (Nickname), უნიკალური ID;
  • საკონტაქტო მონაცემები: ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, გეოლოკაცია (ქვეყანა/ქალაქი);
  • ფინანსური ისტორია: ინფორმაცია განხორციელებული შესყიდვების შესახებ (ოდენობა და დრო).

ასევე, ხარისხის კონტროლისთვის, სერვერი ავტომატურად აწარმოებს ლოგებს (Logs) — მოქმედებების ჟურნალს, სადაც ფიქსირდება სერვერზე შესვლის/გასვლის დრო და თამაშისას შესრულებული აქტივობები.

[4] მონაცემთა შენახვის ვადები

თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინახება სერვისის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს მონაცემების უფრი ადრე წაშლას ან უფრი ხანგრძლივად შენახვას.

[5] მონაცემთა გაზიარება მესამე პირებზე

ადმინისტრაცია არ ყიდის და არ გადასცემს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს კომერციული მიზნებისთვის. მონაცემთა გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში:

  • სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე;
  • თაღლითობის, კიბერ-შეტევის ან სხვა უკანონო ქმედების გამოძიების მიზნით;
  • სერვისის უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად.

[6] მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები

მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს სერვისს უტყუარი ინფორმაცია. მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა განაახლოს ისინი პირადი პროფილიდან ან მიმართოს ტექნიკურ მხარდაჭერას: https://forum.genuine-rp.ge/.

გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშის წაშლის შემთხვევაშიც კი, ადმინისტრაციამ შესაძლოა შეინახოს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია უსაფრთხოების ჟურნალებისთვის ან კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად.

[7] Cookies

ჩვენი ვებგვერდი იყენებს Cookies-ს თქვენი გამოცდილების პერსონალიზაციისთვის. ეს არის მცირე ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე და გვეხმარება:

  • თქვენს პროფილთან იდენტიფიცირებაში;
  • ავტორიზაციის პროცესის გამარტივებაში (რომ ყოველ შესვლაზე არ მოგიწიოთ მონაცემების შეყვანა);
  • სერვისის გამოყენებადობის ანალიზში.

თქვენ შეგიძლიათ გათიშოთ Cookies ბრაუზერის პარამეტრებიდან, თუმცა ამ შემთხვევაში სერვისის ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა არასწორად ამუშავდეს.